შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, რომელიც 21 ოქტომბერს კიევს ეწვია, განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს სამხედრო დახმარების ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს.
„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას. დღეს მინდა, 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტი გამოვაცხადო, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკისა და იარაღისთვის“, – თქვა ოსტინმა, Ukrinform-ის ცნობით.
მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და ბაიდენმა.
ოსტინი უკრაინის დედაქალაქ კიევში ორშაბათს ჩავიდა და შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.