აშშ-მა მის მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე უკრაინისთვის გარკვეული შეზღუდვები მოხსნა. შესაბამისად, ვაშინგტონი კიევს ომის ახალ ფაზაზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის. ინფორმაციას თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰეინსი კონგრესს ესაუბრა მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მას შემდეგ რაც კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ბაიდენის ადმინისტრაციას კლასიფიცირებული წერილი მისწერა, რომელშიც სთხოვდა, რომ ეს შეზღუდვები მოეხსნათ.
უკრაინისთვის გაფართოებული ინფორმაციის მიწოდება მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ქვეყანას აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მიმდინარე ომში თავდაცვასა და მათ შესაძლო განთავისუფლებაში.