ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ „თეთრ სახლში“ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გლობალური პანდემიის პროვოცირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის განკუთვნილი თანხა გლობალური ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებში გადაამისამართა.