ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის 7 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს. ჰარცელი აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია და იმედოვნებს, გაგრძელდება ძალისხმევა ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.
გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.