ასპინძაში, მდინარე მტკვარში მოზარდის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

ასპინძაში, მდინარე მტკვარში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მოზარდს 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ. ადგილობრივი გამოცემა SKnews.ge-ის ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ, როცა ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა, მტკვარში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.