დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასტრაზენეკას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი. ცენტრში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არსებული ვაქცინის ვადის გასვლაა.
ნოემბრიდან იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ ასტრაზენეკას პირველი დოზა, ნებისმიერ ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ – პფაიზერს, სინოფარმს ან სინოვაკს.
ამ დოისთვის booking.moh.gov.ge განთავსებული ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის დასაჯავშნად ხელმისაწვდომია: „ასტრაზენეკას“ 15 427 ადგილი; „ფაიზერის“ 284 698 ადგილი; „სინოვაკის“ 42 473 ადგილი და „სინოფარმის“ 90 710 ადგილი.
21 ოქტომბრის მონაცემებით, სულ აცრილია 1 932 643 ადამიანი. სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.8 %
სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.0%
20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი.