„ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან - თამარ გაბუნია მიზეზებს განმარტავს

პუბლიკა

კლინიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„ასტრაზებეკას ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს ეფექტურობის თვალსაზრისით, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ბოლო პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეზღუდოს 55-60 წლის ზემოთაც და ჩვენც რამდენიმე კვირის წინ ვაცქინაციის საბჭოს ფარგლებში მივიღეთ იგივე გადაწყვეტილება. საყურადღებოა ისიც, რომ დღეს დიდი ქვეყნები და ძალიან წარმატებული ქვეყნები ვაცქინაციის პროგრამაში როგორიც არის ბრიტანეთი, 30 წლის ზემოთ აგრძელებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციას.

ჩვენ გვქონდა გასულ კვირას მსჯელობა ამაზე ვაქცინაციის საბჭოს ფორმატში, დღეს – კლინიკური საბჭოს ფორმატშიც. რა თქმა უნდა, რისკები არის მინიმალური, თუმცა ჯერჯერობით ვიფიქრეთ, რომ 55 წლის ასაკი შევინარჩუნოთ, რადგან მეტად მნიშვნელოვანია ფიკუსირებული მიდგომა ხანდაზმულების აქტიურად ჩართვაში ვაქცინაციის პროგრამაში. დაახლოებით 600 ათასი ადამიანია ქვეყანაში იმ ასაკობრივ ჯგუფში, ვისაც ვაქცინაცია სჭირდებათ. დღეს დოზების რაოდენობა ბევრად იმაზე მცირეა, ვიდრე გვჭირდება, ასე რომ, მაქსიმალურად გააქტიურდება მუშაობა 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში“, – განაცხადა გაბუნიამ.