ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული მანქანებით დატვირთული გემი იწვის

პუბლიკა

ატლანტის ოკეანეში, აზორის კუნძულებთან ძვირადღირებული მანქანებით სავსე სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა. გემით ათასობით „ვოლკსვაგენი“, „პორშე“, „აუდი“ და „ლამბორჯინი“ გადაჰქონდათ.

პორტუგალიის საჰაერო ძალებმა გემზე მყოფი ეკიპაჟის 22 წევრის ევაკუაცია წარმატებით მოახერხეს. ისინი ამჟამად ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.

Volkswagen-ის ცნობით, გადამზიდზე 3 965 მანქანა იყო განთავსებული. „პორშეს“ წარმომადგენლის თქმით კი, გემზე 1 100 „პორშეს“ მარკის ავტომობილი იყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც მანქანების მწარმოებლებმა ავტომობილები ზღვაში დაკარგეს. 2019 წელს 2 000-ზე მეტი ძვირადღირებული „აუდი“ და „პორშე“ სატვირთო გემ Grande America-სთან ერთად ჩაიძირა.