ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულიც.
აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე მოარღვიეს და ჭიშკარი შეანგრიეს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომლებიც ადგილზე იყო აღმართული.
დემონსტრანტებმა ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შესაბამისი მოწოდება მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე გააკეთა.
„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის 310-დღიანი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ფორმალურად უარვყოფ ამას და განვაგრძობ ჩემი ხალხის გვერდით დგომას, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ“, – დაწერა განვითარებული მოვლენების შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.