ათონის მთის ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ათონის მთის მონასტერში ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ონლაინგამოცემა orthodox times ავრცელებს.

60 წლის ბერი ქსენოფონტის მონასტრიდან არის.

მონასტრის დელეგაცია რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და 20 მარტამდე დაბრუნდა, სანამ ათონის მთა მომლოცველთათვის ჩაიკეტებოდა.

დაბრუნების შემდეგ, მონაზონს კონტაქტი ჰქონდა მონასტრის საძმოს რამდენიმე წევრთან, რომლებიც ამჟამად საკუთარ სენაკებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.