MASSIVE ATTACK: შოუს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო ვაუქმებთ

პუბლიკა

MASSIVE ATTACK საქართველოში კონცერტის გაუქმების მიზეზად მთავრობის მიერ ადამიანების უფლებებზე თავდასხმას ასახელებს. ჯგუფის თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ Black Sea Arena-ზე კონცერტის ჩატარება შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის მხარდაჭერად ჩათვლილიყო.

„გადავწყვიტეთ, გაგვეუქმებინა საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი შოუ პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტისთვის, კონცერტის ჩატარება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ Black Sea Arena-ზე შესაძლოა ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მხარდაჭერად.

ცემა, დაკავება, დაშინება და ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების, აქტივისტების და ოპონენტების წინააღმდეგ, კანონებთან ერთად, რომელიც ლახავს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს LGBTI უფლებებს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რისიც ჩვენ გვჯერა.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტის მონაწილეებს საქართველოში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელწმიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა გაიგონ და მათი ბრძოლა უნდა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად ჩავატარებთ კონცერტს თავისუფლებაში. #დაიცავიპროტესტი“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად მოქალაქეები Massive Attack-ს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ უყვებოდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ მათი კონცერტი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. ჯგუფს წერილი გაუგზავნა მოძრობა „სირცხვილიამაც“.

ერთ-ერთ მოქალაქეს ჯგუფმა მისწერა, რომ მიწოდებულ ინფორმაციას „გამოიძიებდნენ”.

3 მაისს Massive Attack-მა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებული ფოტო და დაწერა: „სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ს კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“.