„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილის ინციდეტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტი, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებები, კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას „დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.“
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.