ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს, კურთხევის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება.
ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი“, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პანდემიასთან ბრძოლაზე საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, ამ გამოწვევის წინაშე გამარჯვების ერთადერთი გასაღები ერთობაა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეკლესია განასახიერებდა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, ეკლესიამ გადარჩენისთვის ბრძოლაში კუთვნილი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
„დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება მოსახლეობას და მაშასადამე სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი 6 278 მოქალაქე იმსხვერპლა. ნუთუ, ეს ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მედია მიიწვია და განცხადებით მიმართა.