საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოში გამართული ღონისძიების შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს. მისივე თქმით, რეფორმასთან დაკავშირებით ელჩისგან გზავნილი არ მიუღია.
„გზავნილებს მე არ ვღებულობ, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესში. აუცილებელია ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, – განაცხადა ზურაბიშვილი.