განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარლმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ სკოლებში უნდა დაბრუნდეს ეროვნული შეფასება.
„ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს სკოლებში აუცილებელია ჩვენ შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის, მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და მნიშნელოვანია თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის.
ამიტომ აქტიურად დაწყებული გვაქვს პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას მისცემს სურათს, როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა განვითარება სჭირდება ბავშვს. მე-12 კლასში იყოს განმსაზღვრელი შეფასება – ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს განათლებაში, ან პროფესიულ განათლებაში – აქაც იქნება ცვლილება და საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის მოდელს, “- თქვა მან.
მინისტრის თქმით, ამის პილოტირება დაიწყება მე-6, მე-9 კლასის 2025 წელს, 2026 წელს დაიწყება მე-12 კლასის პილოტირება და სრულად ეს სისტემა ამოქმედდება 2027 წლიდან.