აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ იტალიაში მოგზაურობისგან - საგარეო

პუბლიკა

იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქებს  გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები,  მგზავრობისგან.

უწყება ქალაქების ჩამონათვალსაც ავრცელებს:  ლომბარდია, ვენეტო, ემილია რომანია, მგზავრობისგან და ასევე იმ რეგინებში მგზვარობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული ვენეცია ჯულია,  ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ  ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.

„იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123“, – აცხადებს სამინისტრო

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ.


საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინში 119 ადამიანი იმყოფება.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.