აუდიტის სამსახური: 2023-ში საბიუჯეტო რესურსების მართვაში დარღვევებმა 21.2 მლნ ლარი შეადგინა

პუბლიკა

წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა.

სამსახურის თანახმად, დარღვევები, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა­­-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტი შეამოწმა. დაიფარა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 89%.

დარღვევები კატეგორიების მიხედვით: 

  • შესყიდვების მართვა − 10.8 მლნ ლარი;
  • აქტივების მართვა − 1.6 მლნ ლარი;
  • საბიუჯეტო რესურსების მართვა − 8.9 მლნ ლარი;
  • სულ – 21.2 მლნ ლარი.