აუქმებს თუ არა მერია საზეიმო ღონისძიებებს – კალაძე ამაზე, სავარაუდოდ, ხვალ ისაუბრებს

პუბლიკა

დღეს, დილიდან „პუბლიკა“ ცდილობს, დედაქალაქის მერიიდან მიიღოს პასუხი კითხვაზე – 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო აუქმებს თუ არა დედაქალაქის მერია საზეიმო ღონიძიებებს, კონცერტებს, კოსტიუმირებულ წარმოდგენებს; ილუზიონისტების, ჯამბაზების,  ზღაპრის გმირების შოუებსა და ა.შ.

დღის ბოლოს მივიღეთ პასუხი, რომ ამ თემაზე კახა კალაძე თავად გააკეთებს განცხადებას, „თუმცა, სავარაუდოდ, დღეს  – არა“.

დედაქალაქის  მერიას საახალწლოდ მთელი რიგი სადღესასწაულო ღონიძიებები აქვს დაგეგმილი, რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიონს აღემატება.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მე-9 სართულიდან გადმოხტა, ქუთაისში ნაძვისხე საზეიმოდ აღარ აინთება.