აუსტრევიჩუსი: როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ისწრაფვის

პუბლიკა

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.

„როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტრანიისკენ ისწრაფვის. ამასა და ევროკავშირს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”, – დაწერა მან ტვიტერზე.

დღეს, 3 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ე.წ რუსულ კანონს, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ თავადვე გაიწვიეს, პარლამენტში განსახილველად აბრუნებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიციირებული, „ერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი, გამოყენებული იქნება ტერმინი – უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.