ავტორი
ბლოგი
ყველაფერი ყირიმალა დადგა და ამ ყირამალაში, მოდი დიდი ნაწარმოების ცნობილი დასაწყისები გადმოვატრიალოთ კორონაკონტექსტით. მე ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ - ცხადია, კამიუს ,,უცხოს" ან ტვენის ,,ტომ! პასუხი არ არის!" შავ იუმორად ქცევას მოვერიდე.
სიკვდილის საფრთხესთან და ისედაც - თანაბრები ვართ - ღარიბი მეწაღეები და მდიდარი ფეხბურთელები. უცნობი მეწაღეები და ცნობილი ფეხბურთელები.
იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?
ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეული საზღვრების შეხსენებას ნიშნავს – თავისუფლების საზარალოდ.
ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნისმოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ ცუდ მხარეს ვიყავი, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ხოლო მკვდრებზე, მკვდრებმა ილაპარაკონ.