ავტორი
სტატია
ამერიკის საგარეო პოლიტიკა საიმედო და გამოცდილ ხელშია, რაც საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებშია. ტრამპი დამარცხებულია, „ამერიკა დაბრუნდა”, თუმცა ტრამპის წლების შემდეგ ამერიკის სრულფასოვანი დაბრუნება უდავოდ წაიღებს გარკვეულ დროსა და სერიოზულ ძალისხმევას.
დავიწყოთ იმით, რომ დღემდე გაუგებრად რჩება პრეზიდენტის აღტაცებით აღსავსე მისალოცი, ისევე როგორც მისი მადლიერება ყარაბაღის შეთანხმების ფასილიტატორის, ანუ რუსეთის მიმართ, რომელიც “ნეიტრალური არბიტრის” ფორმატში კურირებდა შეთანხმების მიღწევას.