ავტორი
სტატია
კორონავირუსის პანდემიის ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაზე უკვე გამოიკვეთა და გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ჩინეთია. 2020 წლის პირველ კვარტალში მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასული წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით უკვე 6,8%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, 1976 წელს მაო ძედუნის სიკვდილით დასრულებული სოციალური და კულტურული რევოლუციის დეკადის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი ეკონომიკური დაღმასვლაა.