ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.