იუსტიციის სამინისტრო: გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს

პუბლიკა

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთ-ერთი დააკავეს, ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი არასრუწლოვანია და საკუთარ სახლში აიყვანეს, სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს. დანარჩენი 2 გაქცეულის ძებნა კვლავ გრძელდება.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ.

იუსტიციის მინისტრმა, სამივე პატიმარს მოუწოდა „გონს მოეგონ და ჩაბარდნენ“.