„ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - ბრეგაძე

პუბლიკა

„ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ავრცელებს.

ბრეგაძე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და პოლიციას.

„სამივე დამნაშავე დაკავებულია!

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს“, – წერს რატი ბრეგაძე.

„ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე დაკავებულია ბადრაგიც.

კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ.