ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან - საგარეო

პუბლიკა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, აეროპორტში იმყოფებიან, არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან გამოფენას.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს და თავად მოქალაქეებიც ავრცელებენ სოციალურ ქსელში ფოტოებს.

„შევედით აეროპორტში! ზარებს ვერ ვპასუხობთ, ვერც სმს-ებს, შეხვედრამდე საქართველოში!“ – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მათ პოსტში.

ავღანეთიდან საქართველოში გამოფრენას 16 ადამიანი ელოდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტიდან ამ დრომდე 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. სააგენტოს წყაროს ცნობით,  აეროპორტთან გამგზავრების მსურველი ხალხის ნაკადი არ წყდება.