ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

პუბლიკა

თბილისში, ავლაბარში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.