ავსტრალიაში, სიდნეის “ბონდი ბიჩზე”, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანაპიროზე ქვეყანაში, ტერაქტი მოხდა.
სანაპიროზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი ორმა თავდამსხმელმა გაუხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ებრაული დღესასწაულის, ჰანუქას აღნიშვნისას მიმდინარე ღონისძიებაზე.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ დაადასტურა, რომ 10 ადამიანი დაიღუპა.
ამავე მედიების ცნობით, ლიკვიდირებულია 1 თავდამსხმელი, მეორე კი დაკავებულია. ვრცელდება ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ანიარაღებს ერთ-ერთ თავდამსხმელს მოქალაქე.
პოლიციის ინფორმაციით, კიდევ სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, დაჭრილია 2 პოლიციელიც.
ინფორმაცია ახლდება