ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი მოკლეს, ინფორმაციას გამოცემა “კავკაზ რეალი” ავრცელებს. მკვლელობა ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ის თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
გამოცემა „კავკაზ რეალიის“ ცნობით, მოკლული ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. მას „იუთუბზე“ არხი ჰქონდა სახელწოდებით „ანზორი ვენიდან“.