ავსტრიის კანცლერი მოსკოვში პუტინთან შეხვედრას გეგმავს

პუბლიკა

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება. კაცლერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა და დაგმო რუსეთის აგრესია.

სააგენტო APA-ის ცნობით, ნეჰამერს სურს, რომ პუტინთან უკრაინა-რუსეთის დიალოგზე, ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულზე ისაუბროს.

ევროკავშირის წევრი ავსტრია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერს, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას ეწინააღმდეგება. ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია და ნატოს წევრი არ არის.