ავთენტურთან უფრო მიახლოებული რომ გაკეთებულიყო, კარგი იქნებოდა? დიახ, მაგრამ ახლაც კარგი იქნება - წილოსანი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმაურება ბახმაროში პარკის მშენებლობას და ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით ფოტო მავნებლურად გაავრცელეს.

„გუშინ ბევრი უკმაყოფილო პოსტი ვნახე ბახმაროს მშენებარე სკვერზე
თავიდან მეც შემეშინდა, ნუთუ ასეთი შეუფერებელი რაღაც გამოდის-თქო, რადგან ამ სკვერის მოწყობა ჩემი მაჟორიტარობის დროს გადაწყდა. უამრავი შეხვედრა და თხოვნა დამჭირდა, რომ ბახმაროში კომფორტული თავშეყრის სივრცე შექმნილიყო…

ახლა როგორია, ამ ფოტოს აქვე ვდებ და რეალურად როგორი იქნება კი მეორე სურათზე ჩანს – ამფითეატრი, სივრცე ბავშვებისთვის, ბილიკები, ადაპტირებული გარემო. მინდა მჯეროდეს, რომ გუშინ ვინც ნეგატიურ კომენტარებს აკეთებდა ამ პროექტზე, უბრალოდ არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია და მათი თვითმიზანი კრიტიკა არ ყოფილა

უფრო ავთენტურთან მიახლოებული რომ გაკეთებულიყო კარგი იქნებოდა? დიახ, ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლაც ძალიან კარგი იქნება, ლამაზი და კომფორტული და ოდნავადაც არ შეესაბამება იმ გავრცელებულ ფოტოს, რაც ესე მავნებლურად გაავრცელეს”, – წერს წილოსანი.


მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) დაბა ბახმაროში 1 293 996 ლარის ღირებულების დასასვენებელ პარკს აშენებს. შესაბამისი ტენდერი ფონდმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა, ხოლო ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან 2020 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.