ავტოავარიას გორში 12 წლის ბავშვის ემსხვერპლა.
როგორც შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა რა დროსაც ხეს შეეჯახა.