ბათუმიდან ხულოში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაღუპულია 1 პირი

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმიდან ხულოში მიმავალი ხულოს მუნიციპალური ავტობუსი ქედაში ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 25 ივლისს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.