ავტობუსის კონდუქტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

თბილისში ავტობუსის კონდუქტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. კომპანიის ცნობით, ინფიცირების შემთხვევა 27 ოქტომბერს დადასტურდა, ინფიცირებული თანამშრომელი კი შემთხვევის დადასტურებამდე ბოლო 10 დღე სამსახურში არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიაში ამბობენ, რომ მას არ ჰქონია შეხება მგზავრებსა და სხვა თანამშრომლებთან.

კომპანიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ინფიცირებულ თანამშრომელს, როცა სამსახურში გასვლა უწევდა, კომპანიას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცნობა და pcr-ტესტის პასუხის მიღებამდე სამსახურში არ გასულა. ლაბორატორიულად ინფიცირების ფაქტი 27 ოქტომბერს დადასტურდა.

ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კომპანიის ინფორმაციით, სტაბილურია.