ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათი ივნისამდე გადავადდა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათი გახანგრძლივდა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.

ეს შეღავათი შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000 მფლობელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებასა და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, როგორიც იყო ბოლო წლებში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.