ავტომობილით ადამიანს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - წალენჯიხაში 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 1961 წელს დაბადებული ე.ქ. მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტომობილით 1999 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მძღოლი ე.ქ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარეობს.