დღეს, მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საპატრიარქომაც გაავრცელა.
„როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ამბობენ საპატრიარქოში.