დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას იძლევა, შეზღუდვების გარკვეული ნაწილი 18 მაისიდან, ორშაბათიდან მოიხსნას.
კერძოდ, გაიხსნება სილამაზის სალონები და მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა ღია და დახურულ სივრცეებში, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისა.
„მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სიცრცეებში. ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამ შეზღუდვას, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების აზრი ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
დღეიდან გაიხსნა ჩაკეტილი ქალაქები რუსთავი და გარდაბანი, რითაც შესვლა-გამოსვლაზე ყოველგვარი შეზღუდვა მოიხსნა.