აზარაშვილი სასწრაფო დახმარების ექიმებზე: მათი დატვირთვა განახევრებულია

პუბლიკა

 

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სასწრაფოს ექიმების დანამატის მოხსნასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„სასწრაფოს ექიმებს პანდემიის პერიოდში ჰქონდა საკმაოდ დატვირთული რეჟიმი, ამ რეჟიმიდან გამომდინარე ჰქონდათ დანამატი. ამის მიუხედავად ჩვენ მიმდინარე წლიდან ხელფასები 26 მილიონით გავუზარდეთ ჯამში. დღეს დატვირთულობას რომ ვუყურებთ განახევრებულია წინა თვეებთან და წლებთან შედარებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივცეთ ადამიანური სამუშაო რეჟიმი და საათები რაც ადეკვატური იქნება იმ ანაზღაურებასთან, რომელიც დანამატების მოხსნის მიუხედავად ჩვენ წელს 26 მილიონი ლარით ჯამში მაინც გავუზარდეთ.“ – განაცხადა აზარაშვილმა.

16 მაისს, 12:00 საათზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციის შენობასთან სასწრაფოში დასაქმებული თანამშრომლები სახელფასო დანამატის მოხსნას გააპროტესტებენ.