ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მიხედვით, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე, რომლის ეპიცენტრიც სომხური დასახლება ჩამბარაკიდან 10 კილომეტრში იყო, 5.1 მაგნიტუდაა, ბიძგების სიღრმე კი 10 კილომეტრი. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.