აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს.
ამის შესახებ უწყების განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ოფიციალური თბილისი ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.