აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციები თბილისს ეწვივნენ.
საგარეო საქმეთა სამინისსტროს ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში დღეს ჩამოვიდა. საქართველოს ასევე ეწვია სომხეთის დელეგაცია, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.
როგორც ცნობილია, დღეს თბილისში გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შევხედრა.