აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება – ორივე ქვეყანა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, პირველადი ინფორმაციით, სომხეთის მხარეს არიან დაჭრილებიც.
უწყების თქმით, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 თებერვალს სომხეთის სასაზღვრო დაცვამ კაპან-ზანგელანის სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლი გახსნა. მათი განცხადებით, აღნიშნულ ცნობებს იძიებენ, თუმცა წინასწარი დასკვნები მიუთითებს, რომ 12 თებერვალს მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა. უწყების განცხადებით, თუ ეს დადასტურდა, შესაბამის პირებს ბრძანების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან 13 თებერვალს ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება და წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულა ძალებმა სომეხი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს დილის 05:30 საათზე, რასაც, პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, თავდაცვის უწყება ამბობს, რომ 12 თებერვალს სომხურმა მხარემ მათი მიმართულებით საღამოს 20:50 საათსა და 23:40 საათზე გახსნა ცეცხლი.