სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქი სტეფანაკერტი დაბომბა. დაზიანდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურა და დაშავდნენ მოქალაქეები.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის არტაკ ბეგლარიანის თქმით, კონფლიქტის განახლების შემდეგ ეს სტეფანაკერტის ყველაზე მასშტაბური დაბომბვა იყო. ბეგლარიანი ფოტომასალასაც ავრცელებს, სადაც გზაზე აფეთქების კვალი ჩანს.
სომხეთის ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩით“ დაბომბეს მთიანი ყარაბაღის კიდევ ერთი ქალაქი ჰადრუტი.
თვის მხრივ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული დასახლებები დაბომბა.