სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, აზერბაიჯანის არმია თავს დაესხა მთიან ყარაბაღს, თუმცა სომხეთის ძალები ახერხებენ მათ მოგერიებას.
სომხური მედიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ დილის 07:10 საათისთვის მთლიანი გამყოფი ხაზის გასწვრივ წამოიწყო შეტევა, თუმცა სომხურმა ძალებმა ჩამოაგდეს 3 სამხედრო ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე გაანადგურეს სულ მცირე 3 ტანკი, მსხვერპლია აზერბაიჯანულ ძალებში.
აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედია კი წერს, რომ დღეს დილას სომხეთმა მოაწყო „ფართომასშტაბიანი პროვოკაცია“, დაბომბეს აზერბაიჯანის პოზიციები და გამყოფი ხაზის პირა დასახლებები. აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა კი საპასუხოდ კონტრშეტევა წამოიწყეს.