აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ The New York Times „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით წერს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ეს არის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევაა.
პაციენტი განთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკში. დაავადებული, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა.