აზერბაიჯანში მკვლევარი და ჟურნალისტი, OC Media-ს კონტრიბუტორი, ბაჰრუზ სამადოვი ღალატის ბრალდებით დააკავეს. ბაჰრუს სამადოვი ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი და სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მხარდამჭერია.
ინფორმაცია, რომ სამადოვი სატელეფონო ზარს და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობდა, 21 აგვისტოს გავრცელდა – ის რამდენიმე დაგეგმილ შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
22 აგვისტოს დილით სამადოვის ოჯახმა განაცხადა, რომ ის დაკავებულია.
როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ნურლან ლიბრემ OC Media-ს უთხრა, სამადოვის ბებიამ დაადასტურა, რომ მათი სახლი გაჩხრიკეს და სამადოვი ღალატის ბრალდებით დააკავეს. ბებიისვე თქით, „ბაჰრუზს მის გარდა არავინ ჰყავს. მისი ორივე მშობელი დაღუპულია”.
მანვე გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, ჟურნალისტს აწამებენ.