აზერბაიჯანთან სანიმუშო პარტნიორობით, ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

დღს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მას ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ალი ასადოვის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.

ამ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა.

„ჩვენს ხალხებს შორის, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მყარდება. უნდა აღვნიშნო, რომ, სანიმუშო პარტნიორობით, ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რაც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, – თქვა პრემიერმა.