„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის, კაპიტან სვიატოსლავ პალამარის თქმით, მარიუპოლში ალყაში მოქცეული ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ პალამარმა CNN-თან ისაუბრა.
„უშუალოდ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე აღარავინაა დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებიდან, მათგან, ვის შესახებაც ვიცოდით და გვქონდა წვდომა. მათ დატოვეს ტერიტორია.
მაგრამ დარწმუნებით ვერ გეტყვით, ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე არის თუ არა კიდევ დარჩენილი ვინმე. შესაძლოა, სადღაც დაბლა კიდევ იყოს ვინმე, ვისაც ეს ადგილი არ დაუტოვებია. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებს არცერთხელ არ მიეცათ საშუალება, რომ შეესწავლათ აქაური სიტუაცია“, – განაცხადა პალამარმა.