აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია - ვერეშჩუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლში რუსეთის ძალების ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.

„პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა. აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა“, – წერს ვერეშჩუკი.